უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
„Lamborghini“ ახალ სავაჭრო მარკას გამოიყენებს 29.04.2012 17:12

კომპანიამ „Lamborghini“ ახალ სავაჭრო მარკის სტატუსით კიდევ ერთ დასახელებაზე წარადგინა განაცხადი. ესაა „Hურაცან“, რაც ესპანურად „გრიგალს“ ნიშნავს. აღნიშნული სიტყვა ესპანურში მაიას მითოლოგიიდან შევიდა, სადაც ასე ცეცხლის, ქარისა და გრიგალის ღმერთი იწოდებოდა.

ორი კვირით ადრე კი კომპანიამ საკუთარი ავტომანქანებისათვის ახალი სახელწოდება „Dეიმოს“ დაარეგისტრირა. ეს სახელი ძველბერძნული მითოლოგიიდანაა, სადაც ის „საშინელებას“, „დაბნეულობას“ ნიშნავდა. გამორიცხული არ არის, რომ „Huracan“ და „Deimos" კომპანიის ყველაგანმავლისა და მოდელ „Gallardo“–ს სერიული გამოშვებისათვის იყოს გამოყენებული.

დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქედან მეორე მოდელისათვის სახელწოდების კიდევ ერთი ვარიანტი –– „ჩაბრერა“ გაჩნდება, რაც ხარებისა და კორიდის სახელწოდებებს უკავშირდება.