უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ნოემბერი, 2017 17:20
font-size

ლარი არ იქნება გაშეშებული, ხან ავა, ხან ჩავა, მაგრამ დიაპაზონი იქნება განსხვავებული - რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

,,ლარის გაუფასურების ახსნა ე. წ. მოლოდინებით, არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული არასწორი ვერსიისათვის მხარის აბმა, რომელიც საბოლოო ჯამში მათ მიერ გაფუჭებული საქმის მიჩქმალვას უწყობს ხელს.

ლარი გააუფასურა მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორმა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ლარი გააუფასურა ხელისუფლების იმ ეკონომიკურმა კურსმა, რომელმაც ხუთი წლის თავზე უკვე ჩამოყალიბებული სახე მიიღო და მომავალში იქნება მრავალი პრობლემის მიზეზი.

ამ მოდელის შეცვლა არ არის ადვილი, რადგან იგი განმტკიცებულია კანონებით და მომავალი წლების ბიუჯეტებით.

მომავალი სცენარი არ იქნება ისეთი, რაც წინა წლებში გვინახავს: მალე დათბება და ძვლები გაგვითბება ან გადაივლის ”მოლოდინები” და ვიხილავთ ლარის გამოცოცხლებას. ვისაც ბიუჯეტის წაკითხვა შეუძლია და ეროვნული ბანკის ”იაფი ფულის თამაშებში” ერკვევა, ასეთი დასკვნა არ არის სწორი.

ლარი არ იქნება გაშეშებული, ხან ავა, ხან ჩავა, მაგრამ დიაპაზონი იქნება განსხვავებული.

ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ ლარი არ გახდეს მუდმივი თავისტკივილის საბაბი. შეცვლა კი იქნება ძალიან ძნელი, რადგან საქმე არა მხოლოდ ეკონომიკურ მოდელშია, არამედ იმ ეკონომიკურ ინტერესებში, რომელმაც ამ მოდელში თავისი როლი შეიძინა.“ - წერს გოცირიძე.

საკვანძო სიტყვები:

200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი

23 იანვარი, 2019 , 17:42

დღეიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი ძალაში დღეიდან შევიდა. “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 17:34

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

23 იანვარი, 2019 , 16:36

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა.

თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს - დავით ზალკალიანი

23 იანვარი, 2019 , 14:54

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

22 იანვარი, 2019 , 18:27

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს&n

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`