უკან

ეკონომიკა

23 მაისი, 2019 14:20
font-size

ლარი არ უნდა უფასურდებოდეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს.

კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც ეროვნული ვალუტის ვარდნა გამოიწვია. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ბიუჯეტს იმაზე მეტი ხარჯი არ გაუწევია, ვიდრე დაგეგმილი იყო.

„ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე ლარის კურსი არ უნდა უფასურდებოდეს. შესაბამისად, მე ნამდვილად არ ვიცი, მაისში თუ რაიმე კონკრეტული მოთხოვნაა, რის გამო გაიზარდა. ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენ მუდმივად კრიტიკა გვაქვს და დღესაც გვქონდა განხილვა, რომ დაგეგმილი მაჩვენებლების აუთვისებლობა იყო, გარკვეულწილად და ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რაღაც გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიწია არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება [გაყიდის თუ არა რეზერვებს]. მე არ ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს და რეზერვები გაყიდოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებაში 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებაში კი დაახლოებით 5 თეთრით. ეროვნული ბანკის 23 მაისის ვაჭრობის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.11 ლარი.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი