უკან
კომენტარი
7 ნოემბერი, 2018 12:10
ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლებისა - ზურაბ მელიქიშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი ლარის კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.
,,სინამდვილეში ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლებისა, სარკე იმისა, თუ როგორ იზრდება კორუფცია, როგორ იზრდება კრიმინალი, როგორ იზრდება ნეპოტიზმი.
ეს ყველაფერი აკეთებს იმას, რომ ეკონომიკა მცირდება, ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის და ჩვენი ეროვნული ვალუტა უფასურდება. ამით იზრდება გადასახადები, იზრდება ფასები“, - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.