უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2017 17:50
font-size

ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განმარტებას აკეთებს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია.

,,როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია.

მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა? - ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

6 ივნისი, 2020 , 17:44

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემ

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!