უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

ლარის გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს - ლევან კალანდაძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსი წლის ბოლომდე ვერ გამყარდება, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი არსებობს.

როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარი დღეისათვის ინარჩუნებს წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს.

,,ლარის კურსთან დაკავშირებით, ზამთარი არის გარკვეული რისკფაქტორი, თუმცა ზამთრის სეზონი ორ ნაწილად შეიძლება, გავყოთ. ნოემბრის თვე - ლარზე გარკვეული რისკების გაძლიერებით ხასიათდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმპორტიორები წინასაახალწლოდ, თადარიგს ყოველთვის იჭერენ სასაქონლო საკითხის თვალსაზრისით. შესაბამისად, არის რისკი, რომ იმპორტიორების რისკი დოლარზე გაიზარდოს.

მეორე თემა დაკავშირებულია დეკემბერთან. ამ თვეში, პირიქით ხდება და ლარზე მოთხოვნა იზრდება. ის ციკლი, რომელიც ლარის ცხოვრებას ახასიათებს, გარკვეული ცვლილებები, ამ თვალსაზრისით მოსალოდნელია, თუმცა ნახტომისებური შოკის მქონე ცვლილებებს, არ ველოდები", - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა უბრალოდ ინარჩუნებს წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს და მოლოდინი იმისა, რომ კურსი უცვლელი იყოს, არ უნდა გვქონდეს.

"გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი ბუნებრივია მაქვს",- ამბობს ლევან კალანდაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

14 სექტემბერი, 2019 , 11:06

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ამ მომენტამდე საქართველოს და დანიი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9607 ლარი გახდა

13 სექტემბერი, 2019 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რა პასუხი აქვს ფინანსთა მინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იან კლებაზე?

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო.

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკი

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

12 სექტემბერი, 2019 , 15:20

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Fraser institute) 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

12 სექტემბერი, 2019 , 11:48

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფრანგული კომპანია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს