უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 დეკემბერი, 2016 16:50
font-size

ლარის კრიზისის დარეგულირებას ვერანაირად დაეხმარება აქციზის ზრდა - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის ვარაუდით, ლარს კურსის დაცემა აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტყუილია როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასების ზრდა არ მოხდება. ინაშვილი აქციზზე მომატებულ ფასებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამით იმ ადამიანებს გაუძვირდებათ ცხოვრება, რომლებიც თამბაქოს და ალკოჰოლს მოიხმარენ.

"ლარის კრიზისის დარეგულირებას ვერანაირად დაეხმარება აქციზის ზრდა. აქციზის დაწესება და ზრდა მართალია ბიუჯეტში გარკვეულ შემოსავალს გაზრდის, მაგრამ ეს გაურთულებს მომხმარებლებს ცხოვრებას და გაზრდის ფასებს მათთვის ვინც მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოს, ვინც ორიენტირებულია იმაზე, რომ იმპორტირებული მანქანა შეიძინოს. ამიტომ ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანაში განვითარდეს წვრილი და საშუალო მეწარმეობა.

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ინიციატივა. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის პროდუქტი. მაგალითად, ავიღოთ თურქეთი. აქედან ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შემოდის, რასაც სუბსიდირებას უწევს თურქეთის სახელმწიფო. მართალია ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და გარკვეული შეზღუდვები გვაქვს დაწესებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაწესოთ ბეგარა ამ შემოსულ პროდუქციაზე და შესაბამისად ბიუჯეტში გავზარდოთ შემოსავალი, რათა სტიმულირებული იყოს ჩვენი პრუდუქცია და ეს ლარის გამყარებას დაეხმარება.

აუცილებლად გაძვირდება სამომხმარებლო ფასები და ტყუილია ის, რომ ეს არ აისახება ფასებზე. მიუხედავად იმისა, ამას აღიარებს თუ არ აღაიარებს ხელისუფლება",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი