უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 სექტემბერი, 2017 09:30
font-size

ლარის კურსის აღნიშნული რყევა დროებითი და მოკლევადიანი ხასიათისა - ირაკლი კოვზანაძე

ლარის მკვეთრი გაუფასურების ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეს არ არსებობს, იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც დღეს გაგვაჩნია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული რეალობა და მიმდინარე პროცესები არ ქმნის საფუძველს ლარის მკვეთრი დევალვაციის.

”მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ლარის გამყარების პროცესს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რომ არ მომხდარიყო ლარის ზედმეტი გამყარება ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 110 მლნ. აშშ დოლარი, გაზარდა სავალუტო რეზერვები და ხელი შეუწყო მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში.

რაც შეეხება ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, იგი შეიძლება მოლოდინებით და ფსიქოლოგიური ფაქტორებით ავხსნათ. საერთო ზოგადი მოლოდინი იყო, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, ხოლო სექტემბრიდან გაუფასურდებოდა. აგვისტოს ბოლოს, როდესაც კურსი ოდნავ გაუფასურდა, ეს გახდა სიგნალი მათთვის ვინც აგვისტოში შედარებით დაბალ კურსს ელოდებოდა, რომ ეყიდათ უცხოური ვალუტა, რამაც მოთხოვნის ზრდა და კურსზე დამატებითი ზეწოლა გამოიწვია.

მინდა გავიმეორო, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, კურსის აღნიშნული რყევა დროებითი და მოკლევადიანი ხასიათისაა“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის