უკან
კომენტარი
1 მარტი, 2017 16:20
ლარის კურსის პროგნოზირება არის უმადური საქმე - დიმიტრი ქუმსიშვილი
ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მრავალჯერ მითქვამს და ახლაც იგივე კომენტარი მექნება. პროგნოზირება არის უმადური საქმე. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, დადებითად მოქმედებს ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გადმორიცხვების ზრდა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი