უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 სექტემბერი, 2017 14:50
font-size

ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო

ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო. ეს გამოვლინება ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია, ამას ვაფასებ როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა,- განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და თქვა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა ხაზინიდან გასულ თანხებთან კავშირში არ არის.

,,ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი დაკვირვება, თუმცა პროგნოზირება ამ მიმართულებით არის ძალიან უმადური საქმე და მე პროგნოზირებას არ ვაკეთებ. უბრალოდ, სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა თუ რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მთლიანი ფულის მასა, რაზეც იყო საუბარი, რომ ხაზინიდან გასულმა თანხებმა მოახდინა პროვოცირება, არ არის სწორი და ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ლარიზაციის პროექტში მთავრობამ შექმნა ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლენა არ მოეხდინა.

"მოსახლეობას ორი რაღაც აინტერესებს, რომ ფასები არ გაიზარდოს პროდუქციაზე და ასევე სესხის მომსახურების თანხების გაზრდა არ მოხდეს. ლარიზაციის პროექტში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა. ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და მიბმულია კალათზე. რაც ეხება ფასებს, ამ მიმართულებით ივლისის შემდეგ უკვე ინფლაციამ შემცირება დაიწყო და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დავუბრუნდებით",- განაცხადა მინისტრმა.

ნინო ექვთიმიშვილი

იმედი მაქვს, გავრცელებული ჩანაწერი არ არის ავთენტური, თუ ავთენტურია, ლევან ყიფიანს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - ნოდარ ხადური

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

სრული პასუხისმგებლობითა და ძალიან კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგაც, არც ერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობებში არ შევსულვარ და არავის ჩემს წინაშე არაფორმალური ვალდებულებები არ შექმნია, –

დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე - ნოდარ ხადური

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

„ომეჯა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე - ასე გამოეხმაურა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დირექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხ

პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისში უნდა დარჩეს - კახა კუკავა

21 სექტემბერი, 2018 , 17:25

ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის შენობის გადმოტანას ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა: „მიმაჩნია, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანა დამაზიანებელია ქუთაისისთვისაც, თბილისისთვისაც და, რაც მთავ

კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა - გივი თარგამაძე

21 სექტემბერი, 2018 , 17:20

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ პროკურატურას მოუწოდა,  რეაგირება მოახდინოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „არსებულ კორუფციულ გარიგებაზე “. მან  ფინანსთა

მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის - მაია ცქიტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

„ჩემი შეფასება ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით არის იგივე. მე კარგად ვიცი, რომ ელიტური კორუფცია ჩვენთან არ არის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინის

რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ, მით იქნება უკეთესი - გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერზე

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა ხდება „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ. „რაც მეტი იქნება ჩანაწერი და რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალულ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`