უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2016 11:55
font-size

ლარის სტაბილურობის განმსაზღვრელი არის ეკონომიკა, ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელია მთავრობა - გიორგი მარგველაშვილი

ეროვნული ბანკი ვერც აქამდე და ვერც მომავალში ვერ უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“, ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ლარის სტაბილურობის განმსაზღვრელი ეკონომიკაა, ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, მაგრამ ეროვნული ბანკი მისდევს იმ ძირითად ტენდენციას, რომელიც გულისხმობს მცოცავი კურსის დაბალანსებას. ეროვნული ბანკი ვერც აქამდე და ვერც მომავალში ვერ უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას. ეროვნული ბანკი ამას მხოლოდ ხელს უწყობს.

ლარის სტაბილურობის განმსაზღვრელი არის ეკონომიკა და არა ეროვნული ბანკი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე არც გიორგი ქადაგიძის მოღვაწეობაში ვხედავდი დანაშაულის ნიშნებს და ახლაც მგონია, რომ ეროვნული ბანკის კარგი წევრი წარვადგინეთ პარლამენტში, რომელიც შემდეგ არჩეულ იქნა თავმჯდომარედ”, - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ეკონომიკის უფრო დრამატული ზრდა.

,,როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავისი ინიციატივები ოთხპუნქტიანი გეგმის სახით გააცნო საზოგადოებას, მას მხარი დავუჭირე, თუმცა, ვნახოთ, ეს რამდენად არის საკმარისი ეკონომიკური სექტორის გასაძლიერებლად.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი არის მმართველი კოალიცია და მთავრობა. განსაკუთრებით ის მთავრობა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ჰყავს ძლიერი ეკონომიკური გუნდი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა ვნახოთ რეალური ინიციატივები, რეალური ნაბიჯები იმისკენ, რომ ეკონომიკური ვითარება, რომელიც არის მძიმე, გაუმჯობესდეს. ეს არის ის, რასაც რეალურად ითხოვს ხალხი. ასე რომ, საკონსტიტუციო ინიციატივებსა და პრეზიდენტის არჩევის წესზე მეტად მნიშვნელოვანი ხალხისთვის იქნება სწორედ ეს ინიციატივები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მარი ნამგალაძე

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი