უკან

დღის კალენდარი

15 დეკემბერი, 2021 08:18
font-size

დღის კალენდარი - 15 დეკემბერი

წლის 350-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 16 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ამბაკოსი (VI ს. ქრ.შობამდე); წმიდა მამისა ჩვენისა ისე წილკნელ ეპისკოპოსისა — ათცამეტ სირიელ მამათაგანისა (VI), მოწამე მიროპიასი (დაახლ. 251). ღირსი იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი (IV).

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკო ძველი აღთქმის 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანია. წარმოშობით იგი სვიმეონის ტომიდან იყო და დაახლოებით 650-ე წელს მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე. წმიდა ამბაკომ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა ისრაელის ერისა და შემდეგ ტყვეთა სამშობლოში დაბრუნება.

წმიდა მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოში, III საუკუნის დასაწყისში. იგი ადრე დაობლდა მამით და ღვთისმოშიშმა დედამ ქრისტიანული რწმენით აღზარდა ასული. ერთხელ კუნძულის სასტიკი განმგებლის ბრძანებით ტანჯვა_წამებით მოაკვდინეს წმიდა მოწამე ისიდორე მხედარი. წმიდა მიროპიამ ფარულად აიღო მისი სხეული და მიწას მიაბარა. ამისთვის ის სასტიკად აწამეს.

ღირსი მამა ისე, წილკნელი ეპისკოპოსი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მშობელთა ლოცვა-კურთხევით, ანტიოქიის ერთ-ერთ სავანეში წავიდა, სადაც ღირსი იოანე ზედაზნელი მოღვაწეობდა. 13 სირიელ მამასთან ერთად ისე საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ის წმიდა მამებთან ერთად ხალხს რწმენას უღრმავებდა. შემდეგ მთავარდიაკვანი ისე წილკნის კათედრაზე დაადგინეს. დიდი ღვაწლის შემდეგ მან უფალს მიაბარა სული. ეს მოხდა VI საუკუნეში.

დაიბადნენ:

1734 _ ჯორჯ რომნი, ინგლისელი მხატვარი. გარდაიცვალა 1802 წელს.

1832 _ გუსტავ ეიფელი, ფრანგი ინჟინერ-მშენებელი. ეიფელის კოშკის ავტორი. გარდაიცვალა 1923 წელს.

1852 _ ანრი ანტუან ბეკერელი, ფრანგი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1908 წელს.

1924 _ ანა კალანდაძე, პოეტი-აკადემიკოსი. Gგარდაიცვალა 2008 წელს.

1930 _ ნოდარ მამისაშვილი, კომპოზიტორი, თეორეტიკოსი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1944 _ ჯემალ ბჟალავა, მოქანდაკე.

გარდაიცვალნენ:

1897 _ ალფონს დოდე, ფრანგი მწერალი.

1921 _ შარლ კამილ სენ-სანსი, ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

1958 _ ვოლფგანგ პაული, შვეიცარიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1966 _ უოლტ დისნეი, ამერიკელი მულტიპლიკატორი.

მოვლენები:

1791 წელი _ აშშ-ში ამოქმედდა ბილი უფლებათა შესახებ.

1948 წელი _ ფრედერიკ ჟოლიო-კიურის ხელმძღვანელობით ამუშავდა პირველი ფრანგული ატომური რეაქტორი.

1961 წელი _ იერუსალიმის სასამართლომ ნაცისტ დამნაშავეს ადოლფ ეიჰმანს ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

1981 წელი _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გენერალურ მდივნად პერუელი დიპლომატი პერეს დე კუელიარი აირჩია.

1989 წელი _ რუმინეთში რევოლუცია დაიწყო.

ღირსახსოვარი დღეები:

მალაიზია — სულთნის დღე;

ჰოლანდიის ანტილიის კუნძულები — სამეფოს დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი