უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მსოფლიო
3 ნოემბერი, 2020 12:38
ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“- აღნიშნავს მინისტრი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.
„ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხეს და საქართველო მზად არის შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად,“ - ნათქვამია მიმართვაში.