უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2016 12:20
font-size

ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია - თინა ხიდაშელი

დღეს მგონი აღარავინ დაობს, რომ ლარის სულ ბოლო პერიოდის გაუფასურება იმ საოცარი განცხადებების შედეგია, რომელსაც მთავრობის წევრები აკეთებენ, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

მისი თქმით, გეგმები, დაპირებები, პრეზენტაციები არ არსებულ პოლიტიკაზე და არ არსებულ გეგმებზეა.
,,7 ან 9 თვის შემდეგ "გავაკეთებთ", რომელიც ე.წ. ბაზარმა პირდაპირ "მითითებად" აღიქვა ლარის კიდევ უფრო კვდომისთვის.:(
ეს არ არსებული გეგმები და პოლიტიკა კიდევ ერთ სფეროს ვნებს და კლავს ჩვენს რეალობაში. განათლების პოლიტიკას, რომელიც ხომ არასოდეს გვქონია, და დღეს უბრალოდ პოპულიზმის ჭაობში ჩაიხრჩო.:(
ეს კვირები, განათლების მინისტრის ენამოსწრებულებაზე არც არაფერს ვამბობთ. ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია.

იმის მიუხედავად, რას ამბობს განათლების მინისტრი ქიმია-ფიზიკის მეზობლების სიყვარულთან კონკურენციაზე, სკოლა აგრძელებს ცხოვრებას, იქ გაკვეთილები ტარდება, საზეპირობესაც ითხოვენ, მენდელეევსაც და ვალენტობასაც, ჩემი მე-11 კლასელი შვილის ბიოლოგიის გაკვეთილს დავესწარი და მთელი გაკვეთილის მანძილზე, სასწაული ტერმინების ბრაგაბრუგმა გამაბრუა, არც არაფერში გამოადგება და ვერც ვერასოდეს გაიგებს არაბუნებრივი უნარების არმქონე ბავშვი, იმიტომ რომ მთავარი ამოსავალი "გამოცდაზე ასე მოდის" არის.

ეს სკოლის რეალობაა.

ამასობაში, განათლების მინისტრი საჯაროდ, დილა - საღამოს ყოველგვარი სისტემურობის გარეშე, კონკრეტული პოლიტიკის შემოთავაზების გარეშე, რაიმე ხელშესახები ცვლილებების გარეშე, ამბობს იმას რასაც ამბობს. მე მაინც ქიმია ფიზიკის ცოდნა რომ მეზობლის სიყვარულს უშლის ხელს ის ნაწილი მხიბლავს ყველაზე მეტად.

და გაუფასურებულ, გაუბედურებულ მილიონ ლარიანი შეკითხვა:

-- როგორ უნდა მოიქცეს დედა / პედაგოგი როდესაც ამის მომსმენი მე-7 ან მე-11 კლასელი იკითხავს, რატომ მასწავლით და მტანჯავთ, აგერ მინისტრიც თუ ასე ფიქრობსო? თუკი ყველაფერი რაც 12 წლის მანძილზე ისწავლება უსარგებლო და არაფერში გამოსადეგს ეფუნებაო? რატომ არ მაძლევენ უფლებას გამოცდაზე გუგლით შეიარაღებული გამოვცხადდე? გუგლი კი არა კალკულატორსაც არ მატანენო?

პასუხი -- არ ვარგა, არაფერში გამოგადგება, სადღეგრძელოსაც კი ვერ იტყვი მაგრამ უნდა მაინც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ, როგორც ჩვენი მინისტრი მოსწავლეებთან ამბობს "კაიფი იმაშია', რომ არასოდეს რომ არ გამოგადგება ის "გამოცდისთვის გჭირდება" და მინისტრს უბრალოდ დაავიწყდა რომ ცოცხალი ადამიანების, უფრო მეტიც მოზარდების ბედზე საუბრობს -- არ მიიღება!’’ - წერს თინა ხიდაშელი.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი