უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

19 ნოემბერი, 2019 10:55
font-size

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით გამწვავებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ ამერიკულ მხარესთან დასვა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის შედეგად მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და პროვოკაციულ მოქმედებებზე, რაც მიმართულია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ.

მხარეებმა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მომავალ რაუნდზე განსახილველ თემებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების ზრუნველყოფისთვის.

ლაშა დარსალიამ ამერიკულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ენდრიუ შოფერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

6 ივლისი, 2020 , 12:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2020 , 14:20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს - დავით ზალკალიანი

25 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

22 ივნისი, 2020 , 20:39

ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქის შესაძლო დაკავებაზე სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

7 ივნისი, 2020 , 15:09

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებას

კოღოებისა და სხვა მწერებისგან აღებული ნაცხი ბიბილოვისთვის - პერფორმანსი საოკუპაციო ხაზთან

6 ივნისი, 2020 , 15:30

არასამთავრობო ორგანიზაციის "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" მოხალისეები ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების ფორმით დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა ქართული წარმოშობის კოღოებისა და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე