უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2019 12:00
font-size

ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან.

ლაშა დარსალიამ ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგებსა და ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

რა ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის შემდეგ (ვიდეო)

14 ნოემბერი, 2019 , 15:10

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავის

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

14 ნოემბერი, 2019 , 15:02

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

14 ნოემბერი, 2019 , 14:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვი

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოს

ჩვენი ამოცანაა, ადამიანის უფლებათა საბჭო და სამდივნო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი გახდეს - ლელა აქიაშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, ფუნქციურად გავაძლიეროთ პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭო და მეორე მხრივ – მეთოდოლოგიურად გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა სამდივნო, – ამის შესახე

კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე - მიხეილ ჩხენკელი

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს. - ამის შესახებ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გა