უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

ლაშა გოგიას დააბრალეს, რომ ზუგდიდში წააგო არჩევნები და ამიტომ ჩასვეს ციხეში - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია არ დაუკავებიათ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ვაშაძის მტკიცებით, გოგიას დაკავება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიღებულმა შედეგებმა განაპირობა.

„როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კორუფციული საქმე. ყველამ იცოდა, რომ კორუმპირებული იყო.

როგორც ჩანს, ამ ადამიანს დაუყენეს ძალიან მარტივი პირობა, რომ მოიგებ არჩევნებს, არ ჩაჯდები ციხეში, წააგებ არჩევნებს- ჩაჯდები ციხეში. და ამ კაცს დააბრალეს, რომ ზუგდიდში წააგო არჩევნები და ამიტომ ჩასვეს ციხეში. ამ გზავნილით ეუბნებიან ყველას, რომ ყველას ჩაგსვამთ ციხეში, ვინც არ მოიგებთ არჩევნებს.

ზუსტად იგივე იყო ენზელ მკოიანის შემთხვევაში. მკოიანს უთხრეს, რომ 92% უნდა დაწერო „ქართული ოცნებისთვის“ ახალქალაქში. ვერ დაწერა ენზელ მკოიანმა. ზუსტად იგივე ზარები წავიდა ენზელ მკოიანთან, რატომ ვერ შეასრულე შენი დავალება. და რა გააკეთა ენზელ მკოიანმა? თავისი ბანდფორმირება გამოიყვანა და დაულეწა თავ-პირი ჩვენი შტაბის წევრებს. ახლა ამაზე გვეუბნებიან, რომ შეისწავლიან. რას შეისწავლით, ვიძიებთ ყველაფერს, ყველა მტკიცებულება გვაქვს.

ეს არის მათი მოქმედება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მშვიდად უნდა შევხდეთ. და ერთ რამეს ვერ მიხვდნენ. იმ კაცის ბრალი კი არაა, ვინც შტაბის უფროსი იყო, იმ ლიდერების ბრალია, რომლებმაც ქვეყანა უბედურებაში ჩააგდეს და აეს არაფორმალური მმართველობა აქვთ ქვეყანაში“, - განაცხადა ვაშაძემ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ შეხვედრის შემდეგ.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა სუს-მა გუშინ დააკავა. მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი