უკან

კომენტარი

14 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

ლაშა გოგიას მმართველ პარტიაში ირაკლი კობახიძე მფარველობდა - კახა კუკავა

ზუგდიდის მერის - ლაშა გოგიას გადადგომას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი - კახა კუკავა:

„მმართველი პარტიის ლიდერები „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, თითქოს დღეს აღმოაჩინეს ლაშა გოგიას კორუმპირებულობა, მაშინ როცა მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ ლაშა გოგიამ, ყოფილმა გუბერნატორმა შონიამ და მხედრიონის ყოფილმა ლიდერებმა - ზუგდიდი პალერმოდ გადააქციეს ბოლო წლების განმავლობაში.

„თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის კომიტეტი წლების მანძილზე მეთოდურად ითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული საქმიანობით საგამოძიებო ორგანოების დაინტერესებას, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის საარჩევნო კამპანიისას ჩვენ კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ ხელისუფლებას უარი ეთქვა საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქის მერის პოსტზე ახალაიას კადრის - გოგიას კანდიდატურის წარდგენაზე, თუმცა მაშინ მას მფარველობას პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე უწევდა.

დაუჯერებელია ისიც, რომ მრავალმილიონი კორუფციიდან, რომელსაც კურირებდა გოგია, ზუგდიდიდან წილი არ იგზავნებოდა თბილისში.

გამოძიება უნდა წარიმართოს არა მხოლოდ ლაშა გოგიას ეპიზოდზე, არამედ იმ კორუფციული ჯაჭვის შესახებ, რომელიც იწყება ზუგდიდში და მთავრდება თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში“ - განაცხადა კახა კუკავამ.

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს - ეკა ბესელია

22 მარტი, 2019 , 21:00

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის. ბუმერან-გის პრინციპი გაიხსენოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მთაწმინდის ოლქში "ევ-როპული საქართველოსა" და "თავი

შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას - ირაკლი კობახიძე

22 მარტი, 2019 , 17:25

შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკ

თითოეულ პოლიციელთან და სამინისტროს გუნდთან ერთად ველოდით შინაარსობრივ საუბარს -გიორგი გახარია

22 მარტი, 2019 , 17:25

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის და დეპუტატების შეფასებების შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტროს გუნდთან ერთად,

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს - ნათია თურნავა

22 მარტი, 2019 , 16:40

„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მა

დაუსჯელობის სინდრომი უწყობს ხელს იმას, რომ სამწუხაროდ კვლავ გრძელდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ უკანონო ქმედებები - სახალხო დამცველი კვარაცხელის გარდაცვალების საქმეზე

22 მარტი, 2019 , 14:10

„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შიდა და საერთაშორისო ბერკეტი იმისათვის, რომ ნამდვილად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს მათ შორის საერთაშორისო რეაგირებაც, - ეს განცხადება, სახ

ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებები - კობახიძის მორიგი თავდასხმა `რუსთავი2`-ის გენერალურ დირექტორსა და არასამთავრობო სექტორზე

22 მარტი, 2019 , 13:05

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ „რუსთავი2“-სა და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ისინი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თა