უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მარტი, 2023 14:06
font-size

ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2022 წელს, პირველად, პროგნოზებთან შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა.

„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი მის პირველად გეგმასთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მისი საბოლოო გეგმა 17 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების საკასო შესრულებამ 17 მილიარდ 385 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გაზრდილი გეგმიური მაჩვენებლის 100.2 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მაჩვენებელმა 2 მილიარდ 265 მილიონ ლარს გადააჭარბა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, 23 მილიარდ 648 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.8 პროცენტია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ იყო მაღალი შესრულება, რომლის მოცულობამ, ჯამში, 23 მილიარდ 49 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 99.7 პროცენტია. მიმდინარე ხარჯების ნაწილში, საკასო შესრულებამ 15 მილიარდ 615 მილიონ ლარს, (პროგნოზის 99.2%), ხოლო კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მილიარდ 169 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 101.2 პროცენტია.

სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე.

„2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაგეგმილი იყო 4.4 პროცენტის დონეზე, თუმცა მისმა ფაქტიურმა მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მშპ-ის 2.8 პროცენტის დონეზე, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დამატებით შემცირება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, არის მთავრობის ვალი.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა დაგეგმილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1 პროცენტის დონეზე.

„მაღალმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, შესაძლებელი გახადა 700 მილიონ ლარზე მეტით შემცირებულიყო 2022 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებელი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა, რამაც, ასევე, დადებითად იმოქმედა მთავრობის ვალის შემცირებაზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალმა შეადგინა 28 მილიარდ 538 მილიონი ლარი, რაც მშპ-ის 39.8 პროცენტია, მათ შორის, საგარეო ვალი – 21 მილიარდ 392.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 29.8%), ხოლო საშინაო ვალი – 7 მილიარდ 146 მილიონი ლარი (მშპ-ის 10.0%).

„პანდემიის პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელზე გაზრდილი მთავრობის ვალი, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, 2-წლიან პერიოდში შემცირდა ე.წ. უსაფრთხო – 40 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე, რაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე დაბალია. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება და მშპ-ის 39 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა - ლაშა ხუციშვილი

26 იანვარი, 2024 , 12:47

2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუც

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა - ნინო ენუქიძე

28 დეკემბერი, 2023 , 12:53

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულ

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

14 დეკემბერი, 2023 , 12:24

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 626.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი