უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
არქივი
საზოგადოება
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.
105+ კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ამასთანავე, ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 264 კგ დაძლია და აჯობა ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს ნაჩვენებ ისტორიულ შედეგს. ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც გააუმჯობესა მის მიერვე 2017 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი.
ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ქართველ ძალოსანს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ექნება, რომელსაც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს.