უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივნისი, 2017 17:25
font-size

ლაშა თორდია აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოძიებაში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს უნდობლობას უცხადებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, ის არ ენდობა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ჩართულები არიან აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში.

როგორც თორდიამ განმარტა, წინა საქმეებიდან გამომდინარე ამ ექსპერტების მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

თორდიას თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ხელფასს პროკურატურისგან იღებს, რაც მათდამი უნდობლობას აჩენს.

„როგორც მახსოვს, ამ ექსპერტებთან მიმართებით, სხვა საქმეებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი იყო. მარტივი კითხვაა - ვისგან ფინანსდებიან და ხელფასს სად იღებენ და თუ ხელფასს პროკურატურიდან იღებენ, არიან თუ არა მთავარი პროკურატურის ჩვეულებრივი პროკურორები? ამ დასკვნაში დარღვევები სულ რომ არ ყოფილიყო და არის დარღვევები, იმ ადამიანებმა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა უნდა განახორციელონ თუ არა, რომელზეც ეს დასკვნა იდება? აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ნებისმიერ საკითხზე რომ დაიწყოს და დარღვევა თუნდაც არ აღმოაჩინოს, მას მანამდე ვინმე თავს უნდა დაესხას?

ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მათ შორის ისეთები, რომლებიც ხელფასს პროკურატურიდან იღებენ, სწორად არ მიმაჩნია. არანაირი ნდობა არ მაქვს“, - განაცხადა თორდიამ.

აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელმა კომისიამ დასკვნა მოამზადა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ბიუროს სხდომას წარედგინება. პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

ანა მებურიშვილი

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 19:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფ

მაია ცქიტიშვილს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს პარლამენტში იბარებენ

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიი

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვ

გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან - მამუკა ხაზარაძე

21 ოქტომბერი, 2019 , 16:50

“ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება,“– ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს&l

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ქ. ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა დ

ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ–ის გენერალურ მდივანს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სუამ–ის ეროვნულმა კოორდინატორმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ–ის გენერალურ მდივანთან