უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მაისი, 2017 14:20
font-size

ლაშა თორდიას ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატები დაიცავენ

მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატები დაიცავენ.

პრესკონფერენციაზე ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა განმარტა, თუ რა გახდა მიზეზი, რის გამოც ჩაერთო ცენტრი ლაშა თორდიას დაცვის საქმეში.

„დღეს ჩავერთეთ ამ საქმეში. დღეს, ჩვენ წარვადგინეთ ორდერები საგამოძიებო უწყებაში და უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა თორდიას სამართლებრივ უფლებებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

რატომ ჩავერთეთ ამ საქმეში? ჯერ ერთი, უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ამ ფაქტის გამო, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მას თავს ესხმიან, მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. მას თავს დაესხნენ არა იმიტომ, რომ ის იყო ფიზიკური პირი - ლაშა თორდია, არამედ ის იყო გენერალური აუდიტორი და მისი საქმიანობა იყო პირდაპირ კავშირში იმ თავდასხმასთან, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მისი თანხმლები პირების მხრიდან.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ეს საქმე იქიდან გამომდინარეც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, წარმოადგენს საპარლამენტო ორგანოს. არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც ერთი მაღალი თანმდებობის პირი არ დაინტერესებულა ამ საქმის ბედით. არ გამართულა შეხვედრა ბატონ ლაშასთან და შესაბამისად, პარლამენტს მკაფიოდ და ნათლად არ გამოუხატავს მისი დამოკიდებულება ამ საქმესთან დაკავშირებით.

ეს საქმე გარდა იმისა, რომ უპრეცედენტოა თავისი რეზონანსულობიდან გამოდმინარე, თავის დაუსჯელობით, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, ასევე მნიშვნელოვანი არის სამართლებრივი კუთხითაც. ძალიან ბევრი სამართლებრივი ლაპსუსია ამ საქმეში, თუნდაც დაწყებული გამოძიებით.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც თავიდანვე იყო აბსურდული და იკვეთებოდა სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოების მიზანმიმართული ქმედება, რომ ეს საქმე არ გამოძიებულიყო და სუბიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეწყვეტილი იყოს.

126-ე მუხლი, რომელიც არის ჩვეულებრივი ცემა და ძალადობა და არანაირი კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან არ აქვს - არ არის რელევანტური ლაშა თორდიას საქმის შემთხვევაში. საქმე უნდა დაწყებულიყო სისლის სამართლის კოდექსის 353-ე მულხით - ეს არის თავდასხმა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ მოვალეობასთან მიმართებაში. იმიტომ რომ ყველაფერი მოყვა იმ საქმიანობას, რომელსაც აუდიტის სამსახური ახორიციელებს, კერძოდ, კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე“,-განაცხადა თამარ ავალიანმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი