მსოფლიო


ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
27 აპრილს გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გაგრძელდა აქტიური და ნაყოფიერი დიალოგი რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე კრიზისი იყო.
კერძოდ, 25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სემ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის გაგრძელების ფარგლებში, ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობების მნიშვნელობას, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოლაპარაკებების დაწყებას — გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
საუბარი შეეხო სხვა საერთაშორისო საკითხებსაც.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ კონტაქტს და დიალოგს სხვადასხვა დონეზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში დელეგაციას აგზავნის - ვოლოდიმირ ზელენსკი
15 მაისი, 2025 , 19:25

უკრაინაში არაფერს ველით, სანამ პუტინს არ შევხვდები - დონალდ ტრამპი
15 მაისი, 2025 , 17:23

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს - „სიენენი“
15 მაისი, 2025 , 10:32
სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
13 მაისი, 2025 , 14:41
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
13 მაისი, 2025 , 09:03
ჩვენ ყველანი უკრაინაში ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს – ამ შეხვედრაზე თურქეთში - ვოლოდიმირ ზელენსკი
13 მაისი, 2025 , 08:54