უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ლაზიკას მშენებლობის პროექტის გეგმა ჯერ შემუშავებული არ არის 08.08.2012 18:18

ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის პროექტის გეგმა ჯერ შემუშავებული არ არის.

ამის შესახებ ნათქვამია “საჯარო ინფორმაციის მონაცემეთა ბაზისათვის” შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დირექტორის, ევგენი დავითაიას მიერ მიწერილ წერილში.

“ქალაქ ლაზიკას მშენებლობის პროექტის გეგმა შემუშავების პროცესშია”, - ნათქვამია დავითაიას წერილში და აღნიშნულია, რომ სააგენტო ზემოხსენებულ ინფორმაციას გეგმის შემუშავების შემდეგ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ ლაზიკა პრეზიდენტის ინიციატივით ყულევსა და ანაკლიას შორის უნდა აშენდეს.