უკან

საზოგადოება

8 ივლისი, 2020 11:30
font-size

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართება

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი.

მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.

„მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი.

წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

ინფორმაციისთვის: 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.

თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge

NS

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0728 ლარი გახდა

13 აგვისტო, 2020 , 17:53

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0728 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

13 აგვისტო, 2020 , 17:10

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტი ავრცელებს.

თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება

13 აგვისტო, 2020 , 16:35

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მიმართავს

13 აგვისტო, 2020 , 16:35

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების თაობაზე, რომლ

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

13 აგვისტო, 2020 , 16:35

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერუ

``პატრიოტთა ალიანსთან `` დისკრედიტაციული Facebook-ის გვერდებია დაკავშირებული - სამართლიანი არჩევნები

13 აგვისტო, 2020 , 16:35

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, Facebook-ზე პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მასშტაბური კამპანია შეინიშნება.  არასამთავრობო ორგანიზაციის მი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე