უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 აგვისტო, 2020 14:10
font-size

ლეგენდარული ბოლიდის დაბრუნება: BENTLEY იწყებს CONTINUATION სერიის BLOWER-ის აწყობას

-უნიკალური პროექტის Continuation Series ფარგლებში, დაიწყო პროტოტიპის აწყობის პროცესი - ეს არის მსოფლიოში პირველი ომის დრომდე ავტომობილის აღდგენა

-პირველი ქმედებები «ნულოვანი ეგზემპლარი » Bentley Blower-ის , რომელმაც მიიღო დასახელება Car Zero, აიწყობა როგორც ერთი მთლიანი

-პირველი «ახალი» Bentley Blower 90 წლის მანძილზე

-ნიჭიერმა ოსტატებმა, დიდი ბრიტანეთიდან, ორიგინალ ესკიზებზე დაყრდნობით, ხელით შესრულებული იუველირული სიზუსტით, მოამზადეს დეტალები

Bentley Mulliner-ის ატელიემ, რომელიც სპეციალიზდება ინდივიდუალური შეკვეთების შესრულებაზე, 90 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიწყო პირველი Bentley Blower-ის აწყობა. ავტომობილი, რომელმაც მიიღო სახელი Car Zero, გახდება პროტოტიპი 12 ხელით აწყობილი Bentley 4½ ლიტრიანი ტურბო რეპლიკების სერიიდან, რომლებიც შეიქმნება Continuation Series პროექტის ფარგლებში. მათ ექნებათ იდენტური, უნიკალური 1929 წლის Team Blower ბოლიდის დიზაინი, რომელიც დაპროექტდა სერ ჰენრი «ტიმ» ბირკინის მიერ. ახლა, ბოლიდი რომლითაც თავად ბირკინი ასპარეზობდა, იმყოფება Bentley-ის საკუთრებაში. ეს 12 ეგზემპლარი შექმნის მსოფლიოში პირველი რეპლიკების სერიას ომამდე პერიოდის მოდელებისა - და ყველა მათგანმა უკვე იპოვა თავისი მფლობელი.


ვიდრე, Bentley Blower-ის 12 ბედნიერი მფლობელი ირჩევს საკუთარი ავტომობილის ფერს და მოპირკეთების ვარიანტებს, ინჟინრები ინტენსიურად მუშაობენ არსებული პროტოტიპის აწყობაზე. მისი პრეზენტაცია შედგება უკვე ამ წელს და შემდეგ სერია უკვე ჩაეშვება წარმოებაში. კონსტრუქტრებმა დაშალეს Team Blower ნომერი 2-ით ლეგენდარული ბოლიდი (ალბათ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Bentley-ის სამყაროში) და შეასრულეს კუზაოს კარკასის და ყველა მისი კომპონენტის ყველაზე ზუსტი, ლაზერული სკანირება. მიღებულ ციფრულ მონაცემებზე, ასევე ორიგინალურ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე და 1920-იანი წლების ესკიზებზე დაყრდნობით, მოხდა შეკვეთები ახალ დეტალებზე.

უმაღლესი დონის ოსტატობა, წარმოების ყველა ეტაპზე

დასაწყისიდანვე ატელიე Bentley Mulliner მიისწრაფვოდა მოეზიდა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სპეციალისტები, ბოლიდის შესაქმნელად, Continuation Series პროექტის ფარგლებში - ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

ბოლიდის შასი შეიქმნა ხელით დამუშავებული სქელი ფოლადისგან და Israel Newton & Sons Ltd-ს სპეციალისტების მიერ იქნა შეკრული. ეს კომპანია 200 წლიანი ისტორიით, ტრადიციულად აწარმოებს ლოკომოტივისთვის ორთქლის ქვაბებს, ხოლო მისი სპეციალისტები ფლობენ მეტალის დამუშავების ტრადიციულ მეთოდებს.

Vintage Car Radiator Company -ის ოსტატებმა შექმნეს ბოლიდის ზოგიერთი უმთავრესი დეტალის რეპლიკა. ეს კომპანია, ლიდერია რადიატორების და რეტრო ავტომობილებისთვის სხვადასხვა დეტალების წარმოებაში და რესტავრაციაში. ინარჩუნებს ხარისხის და ავთენტურობის სტანდარტს ყველაზე მკაცრად და ამიტომ გახდა იდეალური შემსრულებელი, რომელსაც შეუძლია შექმნას ურთულესი დეტალები, რომელთა დამზადება სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს.

ძალოვანი აგრეგატის აღდგენაზე ახლა მუშაობს ნილ დევისი (Neil Davies) კომპანიიდან NDR Ltd. ეს ცნობილი ძრავი, რომლის კონსტრუქციაში განხორციელებულია ინოვაცია, დამახასიათებელია სპორტული ავტომობილებისთვის . ტურბო ძრავის სიმძლავრე იქნება 240 ცხენის ძალა.

Bentley Blower-ის ლეგენდარული ფარები აღადგინა კომპანიამ, შეფილდიდან - Vintage Headlamp Restoration International Ltd. ეს არის კომპანია რომელსაც ხელმძღვანელობენ მამა-შვილი, და მიიღეს მსოფლიო აღიარება და ცნობადობა უმაღლესი ხარისხით ვერცხლის დამუშავების გამო. ისინი აწარმოებენ ვინტაჟური ფარების ასლებს, ორიგინალური სპეციფიკაციების შესაბამისად.

მომდევნო ეტაპები

კიდევ უფრო მეტი დეტალები, Car Zero-სთვის იქნება მზად და გაივლის შემოწმებას უახლოეს კვირებში. ახალი ძრავი და კომპრესორი მოახდენენ მახასიათებლების დემოსტრირებას, ქალაქ ქრუში ბენტლის საცდელ ბაზაზე, ხოლო საბოლოო აწყობის ასრულებამდე , შასის შეღებავენ ისტორიულად დამსახურებულ ფერში.

პირველად, გამზადებული Car Zero-ს პროტოტიპის საზოგადოებისთვის წარდგენა იგეგმება შემოდგომით. ის შედგება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბოლიდს იხილავს 12 მფლობელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ უნიკალურ პროექტში.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

15 სექტემბერი, 2020 , 11:05

“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის

თავბრუსხვევა და ვერტიგო

9 სექტემბერი, 2020 , 18:52

თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა შეგრძნებას აღწერს, მათ შორის: გულის წასვლის გრძნობას, გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვას, ტრიალის ან თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, სისუსტეს. ვერტიგო, კი თავბრუსხვევის ერთ- ე

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

3 სექტემბერი, 2020 , 14:50

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ენციანი“ (Golden Gentian).

„ახალი ხედვა“- ლიდერი კომპანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში

1 სექტემბერი, 2020 , 19:02

სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” დაარსდა 2012 წელს. დღეს კი, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისსა და პროდუქციას. კომპანია გამორჩეულია ინო

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

1 სექტემბერი, 2020 , 18:27

ვარიკოზი არის გაფართოებული, შეშუპებული ვენები, რომლებიც ხშირად ჩნდება ფეხებსა და ტერფებზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვენებში სარქველები არ მუშაობს სწორად, ამიტომ სისხლი აქტიურად არ მიედინება. ვარიკოზის დროული აღმოჩენა და მ

სუიციდური ქცევა

20 აგვისტო, 2020 , 17:11

სუიციდური ქცევა თვითდაზიანების სამი სახით არის წარმოდგენილია თვითდაზიანების სამი სახით: დასრულებული სუიციდი, სუიციდის მცდელობა, სუიციდური ჟესტები. თვითმკვლელობის გეგმებსა და მასზე ფიქრს სუიციდური იდეები ეწოდება. სუიციდი