უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
მოზაიკა


ლეგენდარული რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს
დღეს, 23 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფრანგი აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს სოლო კონცერტი გაიმართება. მისი სახელწოდებაა „Passion Galliano”. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „Dec&Art Events”.
როგორც სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გალიანოს წარმომადგენელმა ანი ლაღიძემ განაცხადა, მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული, იტალიური წარმოშობის, ფრანგი მუსიკოსი საქართველოს მეშვიდედ სტუმრობს. 2006 წლიდან დღემდე მას თბილისის პრესტიჟული საკონცერტო თეატრების სცენებზე 6 სრულანშლაგიანი კონცერტი აქვს ჩატარებული.
„ამჯერად კი იგი პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის მელოდიას -- „ტანგო ერთისათვის“. ქართველი მსმენელი ბატონ რიშარს კარგად იცნობს. ფრანგულ კულტურას საქართველოში გამორჩეულად სწორედ ეს ბრწყინვალე მუსიკოსი წარმოადგენს“, -- აღნიშნა ანი ლაღიძემ.
თავად სტუმრის თქმით, საქართველოში მისი ყოფნა ყოველთვის ამაღელვებელია.
„ქართველ ხალხს არაჩვეულებრივი დახვედრისათვის დიდ მადლობას ვუხდი და ჩემს მადლიერებას განსაკუთრებულ შესრულებაში გამოვხატავ. დიდი მნიშვნელობა ექნება მსმენელისაგან წამოსულ მუხტს, რის შედეგადაც ახალი ისტორია დაიწერება. ვფიქრობ, ნატალია თოთიბაძის კომპოზიცია „ტანგო ერთისათვის“ ჩემს სოლო პროგრამაში შევიტანო “, -- განაცხადა რიშარ გალიანომ.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აკორდეონი 60 წლის წინ ბებიამ აჩუქა და ეს ინსტრუმენტი მისთვის განსაკუთრებულია.
კონცერტზე „ტანგო ერთისათვის“ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდება, რომელსაც დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.
რიშარ გალიანო აკორდეონის მუსიკას უკვე 50 წლის მანძილზე უწევს პოპულარიზაციას. მან თავის შემოქმედებაში კლასიკური და ეთნიკური მუსიკა ერთმანეთს საუცხოოდ დაუკავშირა.

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X
19 სექტემბერი, 2023 , 15:39

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია
14 სექტემბერი, 2023 , 10:38

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში
4 სექტემბერი, 2023 , 17:33

რიშარ გალიანომ თბილისში მეშვიდე კონცერტი გამართა
24 მაისი, 2023 , 14:45

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა
12 მაისი, 2023 , 15:52

თბილისის რიგითი 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა
10 მაისი, 2023 , 12:43