უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ლეიბორისტები: კატეგორიულად მოვითხოვთ, აღუდგეთ სტუდენტებს სტატუსი და დაენიშნოთ სტიპენდია 12.05.2012 17:57

ლეიბორისტები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხულ სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, ის, რომ სტუდენტები განათლებას უსახსრობის გამო ვერ იღებენ, ქვეყნის უბედურებას ნიშნავს.

“დღეს ოროსან სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, რომ 100 000-ზე მეტ სტუდენტს დაუძახოს ოროსანი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას გაძვირებული გადასახადისა და გაჭირვების გამო. კატეგორიულად მოვითხოვთ, აღუდგეთ სტუდენტებს სტატუსი, დაბრუნდნენ სასწავლებლებში და მათ სტიპენდია დაენიშნოთ", - პარტიის სახელით განაცხადა ჯიბლაძემ.