უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 სექტემბერი, 2016 17:20
font-size

ლეიბორისტული პარტია ყურძნის, ვაშლის და ციტრუსის სავალდებულო სახელმწიფო შესყიდვას აღადგენს - შალვა ნათელაშვილი

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია ყურძნის, ვაშლის და ციტრუსის სავალდებულო სახელმწიფო შესყიდვას აღადგენს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თელავში გააკეთა.

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღადგენს ყურძნის ვაშლის, ციტრუსის, თხილის სავალდებულო სახელმწიფო შესყიდვას საბაზრო ფასებში და დაამთავრებს გლეხის წამებას და ტანჯვას ერთხელ და სამუდამოდ. წარმოგიდგენთ ღირსეულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლებიც დაამშვენებენ პარლამენტს თავისი თავდადებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულებთ’’, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და ამომრჩეველს პარტიის კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

თელავი-ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან გია ორთამაშვილი იქნება, თელავი-ყვარელის მაჟორიტარობისთვის აკაკი ჯიყაშვილი იბრძოლებს, ხოლო სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში პარტიას ნინო მაზანაშვილი წარადგენს.

,,ჩემი კახეთის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა გადის მაჟორიტარ დეპუტატებზე. თუ ყაჩაღმა ივანიშვილმა ყაჩუღიკები გაიყვანა, არაფერი გვეშველება, ჩვენ ჩვენი მაჟორიტარები უნდა გავიყვანოთ. შარშანდელი თოვლივით გაქრა ივანიშვილის დაპირებები 3 ლარად ყურძნის შესყიდვაზე, ბაზრამდე პროდუქციის მიტანაში დახმარებაზე. გრძელვადიან უპროცენტო კრედიტებზე სოფლის მეურნეობისათვის და უფასო ფულზე, ერთი მილიარდის ჩადებაზე მევენახეობაში და სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ის იმედები, ის დაპირებები, ის ოცნებები, რაც ჩვენში ჩაისახა 2012 წელს, ჩვენ უნდა განვახორციელოთ’’, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი