უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 მარტი, 2021 15:35
font-size

„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ.

როგორც ბუაძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუქმნან საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, დროულად გამოიძიონ ჩანაწერების საკითხი, დაადგინონ ავთენტურობა, რათა კითხვებს პასუხი გაეცეს.

„ჩვენი პოზიცია იგივეა. ჩვენ დღეს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდების გამოძიების მოთხოვნით. ღარიბაშვილთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლო გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად და განხეთქილების ვაშლად.

„ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მივმართეთ განცხადებით. ვიდრე არ დადგინდება ამ საკითხზე ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილი გაიწიოს დაკავებული თანამდებობიდან და არ შეუქმნას საფრთხე გამოძიებას. ღარიბაშვილი არ უნდა გადაიქცეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძვლად. „ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის განმარტებით, არსებულ ვითარებაში „ლელო“ პირველი მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევს მოლაპარაკებების შეთანხმების გზით დასრულებას.

„ზუსტად იმიტომ, რომ არ დაემუქროს საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, ადამიანი, რომელიც, დიდი ალბათობით, მონაწილეობს მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი. ამიტომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ღარიბაშვილს ნუ გადააქცევენ განხეთქილების ვაშლად“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

ამასთან, საბა ბუაძის თქმით, მოლაპარაკებებზე და ყველა საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას წარუდგენს, მჭიდრო ერთიანობაა.

„რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ერთად ვითხოვთ პოლიტიკური დევნის დასრულებას და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებებს უნდა შეექმნას საფრთხე, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ზუსტად იმიტომ, რომ მოლაპარაკებებს არ შეუქმნას საფრთხე და ისედათ რთული ფონი არ გაართულოს, ღარიბაშვილი და კრიმინალურ ეპიზოდებში დიდი ალბათობით მონაწილე ადამიანები არ უნდა იყვნენ მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორი“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ბუაძის თქმით, 20 მარტს დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება.
„ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. ზუსტად ამიტომ გადავწიეთ 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის. ამ აქციასთან დაკავშირებულ დეტალებს საზოგადოებას მომავალში აუცილებლად მივაწოდებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს აქცია ძალაში რჩება“, – დასძინა საბა ბუაძემ.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო