უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2020 14:10
font-size

„ლელო“ საგანგაშოდ მიიჩნევს მოსწავლეებისა და სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილის საბაზისო განათლების გარეშე დარჩენას

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა საბა ბუაძემ და ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენცია გამართეს განათლების სისტემაში შექმნილი კრიზისის შესახებ.

საბა ბუაძის განცხადებით, კორონა კრიზისმა ქართული განათლების სისტემა ჩამოშალა. დღეს ნათლად ვხედავთ, რომ განათლება ჩვენს ქვეყანაში "ქვის ხანაშია". დღეს საქართველოში, რეალურად, მოსწავლეების მხოლოდ ნახევარი ფლობს კომპიუტერს, ხოლო ორ მესამედს მხოლოდ მობილურ ინტერნეტზე მიუწვდება ხელი.

„ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „ლელომ“ განათლების სამინისტროს მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენ მოსწავლეს და სტუდენტს მიუწვდება ხელი ონლაინ სწავლებაზე. სამწუხაროდ, სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სისტემაში ვითარება იმაზე ბევრად რთულადაა, ვიდრე ეს გარედან ჩანს.

დღეს ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე, პედაგოგების დიდ ნაწილს არ აქვს უნარები, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩაატარონ გაკვეთილები, საჯარო სკოლების უმეტესობაში სასწავლო პროცესის ონლაინ გადატანამ სრული კრახი განიცადა. არაერთი შემთხვევაა, როდესაც პედაგოგებს უწევთ, საკუთარი ხარჯებით გადაიხადონ მოსწავლეთა ინტერნეტის საფასური სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის.“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დღეს მოსწავლეებისა და სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ელემენტარული საბაზისო განათლების მიღების გარეშე რჩება.

„კრიზისიდან ორი თვის თავზე, მთავრობამ საზოგადოებას გაურკვეველი ხედვა წარუდგინა, რომელსაც უტიფრად უწოდა "განათლების ანტიკრიზისული გეგმა". პრემიერს, რომელიც განათლების რეფორმების სისტემურობაზე საუბრობს, ავიწყდება, რომ განათლების სფეროში სისტემური მხოლოდ მინისტრების როტაციაა.

15 მაისს განათლების მინისტრის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციაზე უნდა მოგვესმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მოსწავლე ვერ ჩაერთო ონლაინ სწავლების პროცესში და რას უპირებს მათ განათლების სამინისტრო. უნდა გაგვეგო, რამდენ სტუდენტს შეექმნა სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა იმის გამო, რომ თავად და მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ვიცით, თუ როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესის განახლებას.“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს განათლების სამინისტროს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე მუშაობა და უზრუნველყოს შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები:

გაიზარდოს ინტერნეტის ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა.

გაიზარდოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის და გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები
ბავშვებისთვის კომპიუტერულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა;

გაუმჯობესდეს მასწავლებლებისა და ლექტორების ელექტრონული სწავლების მეთოდები;

გაუმჯობესდეს ელექტრონული სასწავლო მასალები და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი