უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2020 15:15
font-size

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

„ჩვენ მიერ დაწყებული ბრძოლა იქნება უკომპრომისო და მიმართული იმისკენ, რომ „ქართული ოცნება" ჩამოვაშოროთ მმართველობას. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ იმისთვის შევიქმენით, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ჩვენი პოლიტიკური პარტია პროფესიონალთა გუნდით კომპლექტდება. ჩვენ გვყავს უძლიერესი ეკონომიკური გუნდი და ზუსტად ვიცით, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გავაორმაგოთ ეკონომიკა. გარდა ამისა, ყველაზე ძლიერი იურისტთა გუნდია "ლელოში" თავმოყრილი, რაც მოსახლეობას დაცულობის შეგრძნებას უქმნის. სწორედ ასეთი პროფესიონალები არიან საჭირო საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს ლევან სამუშიამ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ლელო“ არის ახალი სიტყვა პოლიტიკაში, რომელიც ყველაზე მთავარს, ადამიანის უფლებებს იცავს.

„ლელო“ არის ის იმედი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ პოლიტიკას. პარტია ორიენტირებულია ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით განვითარებისკენ. ჩემი პარტიაში გაწევრიანების მთავარი მიზეზი მათი იდეოლოგიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემყარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ქვეყანას მოვუტანთ სამართალს და ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაცული იქნება,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას „ლელოში“ გაერთიანებას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, გუნდი ღიაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომლებსაც “ლელოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

„ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქვეყნის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენთვის ლევან სამუშია ყოველთვის სამაგალითო პოლიტიკოსი იყო, რომელიც ებრძოდა დაჭაობებულ სისტემას და მისი შემოერთება არის მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკოსები ქვეყნის მომავლისთვის უნდა გავერთიანდეთ, რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, სადაც მმართველმა გუნდმა შეგვიყვანა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი