უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2020 11:15
font-size

“ლელოს” გეგმა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელსაც ,,ლელოს” "მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის" გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

პარტიის ლიდერებმა ისნის მაცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის ახალგაზრდობის პრობლემებსა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

“მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი,როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და ვიღაცამ არ უთხრას, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი “ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა.

“უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა.

იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას. ჩვენ შემოვიღებთ ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის - ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ მიმართა. გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

“უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ,,ლელო” დადებს თავისი გამარჯვების ლელოს,”- განაცხადა ლანა გალდავამ.

ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

23 სექტემბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდ

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება - კელი დეგნანი

23 სექტემბერი, 2020 , 18:35

დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კე

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

23 სექტემბერი, 2020 , 17:40

გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი გახდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2537 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა. ეროვნული ბ

მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა - ოჯახი ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.