უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
ლეონიდ თიბილოვმა “პრემიერად” როსტიკ ხუგაევი დანიშნა 26.04.2012 11:50

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინსიტრის თანამდებობაზე ვადიმ ბროვცევი როსტიკ ხუგაევმა შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო “რესი” ავრცელებს.

ახალი პრემიერის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო.

პროფესიით ინჟინერი, 1951 წელს დაბადებული როსტიკ ხუგაევი კარიერის განმავლობაში თავისი პროფესიით ცხინვალის რეგიონში მუშაობდა. ბოლოს იგი იურიდიულ პირს, ასოციაცია “ამონდს” ხელმძღვანელობდა.