უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2020 16:20
font-size

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

,,ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

როგორც „მედიანიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შემდეგ პოლონელმა ეკონომისტმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“, რომლის დროსაც ისაუბრა ბაზრის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ნაკლებ ჩარევასა და რეგულაციებზე. ბალცეროვიჩმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა სწორია. თუმცა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკა კი უფრო მეტად კერძო და კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.

„ლეშეკ ბალცეროვიჩი მხოლოდ თეორეტიკოსი პროფესორი არ არის, მან შექმნა თანამედროვე, განვითარებული და ძალიან წარმატებული ეკონომიკა პოლონეთში; წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით; ბევრი რამ შეცვალა პოსტსოციალისტურ სივრცეში. ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მისთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბალცეროვიჩთან უნივერსიტეტის შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„ვამაყობთ იმით, რომ პროფესორ ბალცეროვიჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამით ვადასტურებთ მის მაღალ აკადემიურ მიღწევებს და საზოგადოების განვითარებაში შეტანილ წვლილს,“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საჯარო ლექციის შემდეგ ლეშეკ ბალცეროვიჩმა თსუ სტუდენტების, პროფესორებისა და სტუმრების კითხვებს უპასუხა.

ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი 1989 წელს გახდა ტადეუს მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფინანსთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის შედეგად პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ლეშეკ ბალცეროვიჩი ითვლება პოლონეთის 1989 წელს წამოწყებული ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორად. მან დააპროექტა და დაასრულა პოლონეთის ეკონომიკის რადიკალური სტაბილიზაცია და ტრანსფორმაცია კომუნიზმის დაცემის შემდეგ. 2001-2007 წლებში ის პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო, ხოლო 1989-1991 და 1997-2001 წლებში ორჯერ გახლდათ პოლონეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილე. 1997 წელს ბალცეროვიჩმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Civil Development Forum Foundation, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების (განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების) და ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ის დღემდე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 1992 წელს ლუდვიგ ერჰარდის ფონდმა (Ludwig Erhard Prize) ის დააჯილდოვა ლუდვიგ ერჰარდის სახელობის პრემიით. 1999 წელს, ვაშინგტონის ევროპულმა ინსტიტუტმა (European Institute of Washington) მას ტრანსატლანტიკური ლიდერების ჯილდო გადასცა, ხოლო 1998 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის ჯილდო (Central European Award) როგორც წლის ფინანსთა მინისტრმა. 2001 წელს ბალცეროვიჩს გადასცეს კარლ ბერტელმანის პრემია (Carl Bertelsmann Prize) პოლონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში გაწეული წვლილისთვის. 2002 წელს მან მიიღო ფაზელის ფონდის (Fasel Foundation) ჯილდო ეკონომიკის განვითარებისთვის. 2004 წელს ბრიტანულმა ყოველთვიურმა გამოცემამ The Banker ბალცეროვიჩი აღიარა ევროპის წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო პრეზიდენტად. ამავე წელს, განვითარებადი ბაზრების ჯილდომ მას მიანიჭა ანალოგიური ჯილდო.

ლეშეკ ბალცეროვიჩი არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი