უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს შეხვდა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში როს ვილსონს, ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის „Food for Progress“ დაწყების საკითხებზე იმსჯელეს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ახალ პროექტს საქართველოში ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ (Land O’Lakes) დახმარებით განახორციელებს. პროექტის ხანგრძლივობა 5 წელია, რომლის ბიუჯეტსაც 17 მლნ აშშ დოლარი შეადგენს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„დღეს მოხდა ახალი პროექტის „Food for Progress“ ინიცირება, რაც გულისხმობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ორგანიზაცია „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა როს ვილსონმა.

ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას პროდუქტიულობის გაზრდის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობის გზით. მესაქონლეობის დარგში კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციების დანერგვის, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის მხარდაჭერა.

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან საშუალო და მსხვილი ფერმერები და მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

24 მარტი, 2019 , 10:00

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში დღეს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

23 მარტი, 2019 , 13:09

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

23 მარტი, 2019 , 12:50

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული ი

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა

23 მარტი, 2019 , 12:50

საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინი

ნატო ჩხეიძე: მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ

23 მარტი, 2019 , 03:18

ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა დავიწყო პროტესტით, რომ იმ ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრ

ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 17:25

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არი