უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2019 12:30
font-size

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა უალტერნატივოა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსმა, გოშგარ თამაზლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი ახლად შექმნილი სააგენტოსთვის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიას და საბაჟო გამშვებ პუნქტებს მოინახულებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეკინზე და მიმდებარე ქუჩებზე სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

12 აგვისტო, 2020 , 17:48

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, რომლის ტარიფი უბნების მიხედვით განსხვავებული იქნება. თბილისის მერის განცხადებით, უფასო პარკირება ადგილობრივი მო

რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში - IRI-ის კვლევა

12 აგვისტო, 2020 , 17:44

რომელ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? - IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს: "ნაციონალური მოძრაობა" - 29%;"ქართული ოცნება" - 25%;"გირჩი" - 16%;"პატრიოტთა ალიანსი" - 12%;"ლეიბორისტული პარტია" - 9%;"სამართლიანობი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0785 ლარი გახდა

12 აგვისტო, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0785 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0747 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი `მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს` აქვეყნებს

12 აგვისტო, 2020 , 17:20

საქართველოს ეროვნული ბანკი აგვისტოს თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს. "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულ

გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს

12 აგვისტო, 2020 , 15:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ.წ II და I ათასწლეულებით თარიღდება. საველე სამუშაოების წარმოე

შს მინისტრის ბოლო პერიოდში გაფორმებული მიწები და წილები - ლევან ხაბეიშვილი ვახტანგ გომელაურის სიმდიდრეს იკვლევს

12 აგვისტო, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბოლო პერიოდში შეძენილ ქონებაზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ისანი-სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი წერს.  მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე