უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 მაისი, 2018 11:30
font-size

ლევან დავითაშვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის „Emeishan Gongping Environmental Technology“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის შესახებ უახლოს მომავალში იქნება განხილული, როდესაც მომზადდება როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა, ასევე „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ თანხვედრა.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ოქტომბერი, 2018 , 09:00

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა. გაუფასუ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა.  გა

საჯარო კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს - ეროვნული ბანკი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:05

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო. ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ლარის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა. ესენია თურქული ლირის ფაქტორი, საქართველოში

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`