უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 დეკემბერი, 2016 13:20
font-size

ლევან დავითაშვილი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ გორში, ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის სერვისცენტრში „აგროქართლი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-I კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელებას. ყურადღება გამახვილდა როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრებისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე, ასევე სასაწყობო, სამაცივრე და გადამამუშავებელი საწარმოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან, USAID/REAP-ისა და USAID/ZRDA-ს პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შექმნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და საწარმოები დაათვალიერა.

ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის სერვის ცენტრი შპს ,,აგროქართლი“ USAID-ის პროექტის REAP დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრის შექმნისთვის 134,250 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრი დღეისათვის 11 400-ზე მეტ ფერმერს სთავაზობს ვეტერინარულ და მექანიზაციით მომსახურებას; ცენტრის ბაზაზე ტარდება ტრეინინგები და კონსულტაციები, 4 ჰა ფართობზე არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიმდინარეობს ფერმერთა მომზადება.

ქარელის მუნიციპალიტეტში შპს „ელენიქსტას“ სამაცივრე მეურნეობა USAID/REAP-ის ფარგლებში შეიქმნა.

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. სამაცივრე მეურნეობის შექმნისთვის ჯამში 529,460 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 200 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 115,000 აშშ დოლარი USAID/REAP ინვესტიცია. სამაცივრე მეურნეობაში წლიურად 300 ტონა ხილის შენახვა-დასაწყობებაა შესაძლებელი. მეურნეობაში 5 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანია აერთიანებს პირველად წარმოებას, სამაცივრე ტექნოლოგიებს და ხილის შრობას. კომპანია ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს როგორც ახალი, ისე გამომშრალი ხილით. ,,ელენიქსტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს კურკაგამოცლილი შავი ქლიავის ჩირი შეფუთული სახით შესთავაზა.

შპს „ელენიქსტა“ პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 1 ჰა ატმისა და 10 ჰა ქლიავის ბაღები გააშენა. ბაღის გასაშენებლად შპს „ელენიქსტამ“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსება 51 650 ლარი მიიღო.

ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს ,,ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია“ წლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს. საწარმოში ჯამში 409 260 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 204 630 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსება - 163 704 აშშ დოლარი. პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დონორი ორგანიზაციების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდა.

„დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების სამაცივრე მეურნეობები და განვითარდა ფერმერთა მომსახურების ცენტრები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას, მოსავლის დანაკარგების შემცირებას და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ყველა იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც ქართული პროდუქციის მსოფლიოს ბაზარზე გასვლას უზრუნველყოფს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების საქმიანობა კოორდინირებულად ხორციელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი ტიპის კომუნიკაციას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახდინოთ რესურსების განაწილება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის USAID/ZRDA ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ვეხმარებით. ჩვენთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საიმედო პარტნიორია, განხორციელებული პროექტები კარგი თანამშრომლობის მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, დაგლას ბოლიმ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი