უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2019 15:25
font-size

ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში, 2019 წლის 7-10 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტი და აგროგამოფენა გაიმართა. მინისტერიალის თემას „სოფლის მეურნეობის მომავალი" წარმოადგენდა. მინისტერიალს მსოფლიოს 14 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს და დარგში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თანამდეროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების აუცილებლობას, ახალგაზრდების ჩართულობას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და პროდუქტიულობის გაზრდას. მინისტრმა ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე გაამახვილა.

„თანამედროვე მსოფლიოს წინაშე სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ხარისხიანი, უვნებელი და ჯანსაღი სურსათის მიწოდებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის; აუცილებელია, მდგრადი განვითარების პრინციპების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, სახელმწიფოებმა გააერთიანონ ძალისხმევა უკეთესი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრიორიტეტად არის გამოცხადებული მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის პრინციპების დაცვით, სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრთან, დოქ. ბექირ ფაქდემირლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების გაცვლას და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

21 აპრილი, 2019 , 10:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019