უკან

რეგიონები

1 ივლისი, 2017 12:10
font-size

ლევან დავითაშვილი კახეთში ალოობას დაესწრო

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან ერთად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შირაქის ველზე, სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს.

„მარცვლოვანი კულტურების მოსავლის დაბინავება აქტიურ ფაზაში შედის. სრულად მობილიზებულია სახელმწიფო კომპანიის, შპს „მექანიზატორის“ თანამედროვე ტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას, რომ მოსავლის აღებაში პრობლემები არ შეექნათ და ორგანიზებულად შეძლონ მისი დაბინავება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წელს კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ დაგეგმილი აქვს დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება.

მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 74 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში - 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 29 ერთეული.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი