უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2020 13:45
font-size

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

პროექტს, რომლის მიზანია ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კომპანია „თელიანი ველი" ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მცირე და საოჯახო მარნების განვითარება და იშვიათი ჯიშების ყურძნისგან ღვინის წარმოების ხელშეწყობაა, რაც ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტი „ღვინის ხალხი“ სრულ თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან. ეს საუკეთესო მაგალითია დიდი კომპანიისა და მცირე მარნების თანამშრომლობის, რაც მისაბაძი უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვისაც. ქართული ღვინო და მისი მრავალფეროვნება, საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი ძლიერი მხარეა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სწორი პოლიტიკა და მართვა. ჩვენ შევძელით უნიკალური და იშვიათი ჯიშების შენარჩუნება და ახლა მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათ ინდუსტრიალიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას. ეს საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარვდგეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, მოხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყურძნის უნიკალური, იშვიათი და ნაკლებად კომერციული ჯიშებისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამოსხმა და პოპულარიზაცია-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

უწყების ცნობით, „ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მცირე მარნების წარმოებულ 10 სხვადასხვა ღვინოს აერთიანებს და თითოეული ბოთლი ღვინის მწარმოებლის ისტორიას გადმოსცემს. პროექტი ხელს შეუწყობს ბოლნური ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების გაფართოებას და წარმოების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.

თბილისის ღვინის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

7 აპრილი, 2020 , 17:51

საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს

7 აპრილი, 2020 , 17:35

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცე

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულმა პირებმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ

7 აპრილი, 2020 , 17:15

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადაა 30 დღე. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირს დაკისრებული ჯარიმის გაასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია. &bdquo

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

7 აპრილი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია

7 აპრილი, 2020 , 16:35

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ც

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 აპრილი, 2020 , 14:10

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო თხმა კომერციულმა ბ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`