უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 აგვისტო, 2020 12:50
font-size

ლევან დავითაშვილი - პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს, სოფელ ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფის“ მიერ სოფელ ლემშვენიერაში 6 ჰექტარზე ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა.

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფის“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში თანამდეროვე ბაღები დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება. ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი დახმარება და წახალისება იყო.

„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, – განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

26 სექტემბერი, 2020 , 17:35

კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ

`ევროპული საქართველოს` მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

"ევროპულმა საქართველომ" ჭიათურის მერიის წინ, მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის საჩხერის, ჭიათურისა

თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავარიისას 11 ადამიანი დაშავდა

25 სექტემბერი, 2020 , 20:19

თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში რ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 სექტემბერი, 2020 , 16:10

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაშია და განმეორებითი კოვიდტექსტირების შედეგებს ელოდება. „რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 172 მლნ ლარი მიიღეს - ღვინის ეროვნული სააგენტო

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს,- ამის შესახებ „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული ს

აჭარის რეგიონში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე, ასევე, გარკვეული დროით მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი, 2020 , 16:10

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე