უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივნისი, 2019 13:25
font-size

ლევან დავითაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების მეტი პოპულარიზაციისა და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა სახელმწიფოს მიერ ფერმერებისათვის განკუთვნილი პროგრამების საკომუნიკაციო კამპანიაზე მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

ლევან დავითაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზა.

„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სტუდენტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებს ერთგვარი პარტნიორი ეყოლებათ პროექტების მართვის სააგენტოს სახით. ისინი სტაჟირების ფორმატში ითანამშრომლებენ სააგენტოსთან, ჩვენი პროექტების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მრჩეველი დავით მარკოზაშვილი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი