უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 მარტი, 2018 17:20
font-size

ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების 2018 წლის პროგრამა წარადგინა

დღეისათვის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამთავრობო კომისიის წევრი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩართულობით და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა, რომლის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში ამერიკელი მეცნიერების და სპეციალისტების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში წამყვანმა სპეციალისტებმა, ქართველ მეცნიერებთან ერთად სახელმწიფო პროგრამა საერთაშორისო სიმპოზიუმზე განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სპეციალისტებმა 2017 წელს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები და 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია დადებითად შეაფასეს.

სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.

„2018 წელს ჩვენი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა და კონტროლი მიღწევადია მხოლოდ სახელმწიფოს, ფერმერების და მთლიანად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. პირველი ამოცანა ჩვენი სტრატეგიის არის ის, რომ ჩვენ მინიმუმამდე შევამციროთ ეკონომიკური ზარალი, მოვახდინოთ კონტროლი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ იყოს წამგებიანი. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ აზიურ ფაროსანას - ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან მონიტორინგის სისტემა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება და მონიტორინგის შედეგები მოსახლეობას ოპერატიულად მიეწოდება.

„დათბობასთან ერთად აზიური ფაროსანას აქტივობა გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს ცივი პერიოდი. ახლა მავნებელი იმყოფება გამოზამთრების ფაზაში. ის იქნება შენობაში და შესაბამისად, ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვერ ჩავატარებთ ვერანაირ წამლობას, რადგან სახლში ქიმიური წამლობა დაუშვებელია. ბევრი ცდილობს პანიკის დათესვას, მათ შორის ბევრმა პოლიტიკოსმა, სამწუხაროდ, ეს თავის დღის წესრიგის ნაწილი გახადა. ამ ეტაპზე, მარტის ბოლომდე, მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარება. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ თავის ტერიტორიაზე, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებში თუ დამხმარე ნაგებობებში მექანიკურად უნდა მოახდინოს ამ მავნებლის განადგურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2181 ლარი გახდა

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2181 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მადლობა გმირ პოლიციელებს - ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

მადლობა გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მ

საავადმყოფოში ინფიცირებულთა მხოლოდ 24% იმყოფება - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ ვისწავლეთ ინფექციის უკეთ მართვა რისიც გვეშინოდა გაზაფხულზე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. დღეს გამართული აუქციონის შედეგს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზ

პირბადე გახდება კოვიდთან თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი ჯიბეში - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 17:10

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მა

ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველოდებით, რომ ცირკულაციაში იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან - ამირან გამყრელიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 16:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით სეზონური გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. „მოგეხსენებათ, სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირ