უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

ლევან დავითაშვილმა ბარისახოში ბავშვებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოში პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

პანსიონის მოსწავლეებს, მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებმა საჩუქრად 10 ცალი სკა გადაეცათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ძმების გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

„მინისტრის სტუმრობა მოულოდნელი იყო.. არ ველოდით. ასეთი დიდი თანამდებობის პირი აქ არასდროს ყოფილა. შობა-ახალი წელი მოგვილოცეს, ძალიან გაგვიხარდა. 10 სკა, კომპიუტერი და წიგნები გვაჩუქეს. ამ სკებს ავაწყობთ და ფუტკარს გავამრავლებთ. მერე ფუტკარი თაფლს მოგვცემს. ეკოლოგიურად სუფთა თაფლი ბევრს უნდა, ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა გაგა ლიქოკელმა.

ლევან დავითაშვილმა ბარისახოელებს იმ ახალ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების მხარდასაჭერად 2019 წლიდან დაიწყება. პროგრამა მთაში მესაქონლეობისა და ეკოტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მთიან რეგიონებში ცხოვრობენ და იქ ყოფნით, ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებს ამაგრებენ.

„ამაღელვებელია, როდესაც ხევსურეთში ხედავ მომავალი თაობის მუხტს, შემართებას. ამ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი მეცხოველეობით და მეფუტკრეობით დაკავდნენ. მათი სურვილის გათვალისწინებით, საჩუქრად სკები ჩამოვიტანეთ. ვეცდებით, ასეთი ადამიანების გვერდით ვიყოთ და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთიანეთის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო და წარმატებები და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ბარისახოელ ბავშვებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ, ჩვენი ახალგაზრდების ინტერესების შესახებ მოვისმინეთ, მაღალმთიან სოფლებში ახალგაზრდების დამკვიდრების და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ასეთი ვიზიტები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობისთვის სტიმულის მიმცემია“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. “ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციე

ვითიბი ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

24 ოქტომბერი, 2020 , 10:45

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად ვითიბი ბანკის მიე

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩ

ნატო ჩხეიძე კარდაკარის პრინციპით ქარელისა და გორის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი, 2020 , 14:45

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია“- ს  ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის     &

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

21 ოქტომბერი, 2020 , 12:25

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატალის მიმდებარე ტ

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

21 ოქტომბერი, 2020 , 10:40

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს. როგორც “მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნო