უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2018 14:45
font-size

ლევან დავითაშვილმა და IAEA გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება და რადიაციის მავნე ზეგავლენისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის იუკია ამანოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერის დადასტურებაა.

როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება მოიცავს, როგორც ფინანსურ, ისე ექსპერტული ცოდნით მხარდაჭერას, რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დადასტურებაა იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ატომური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2016 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 15 წლიან სტრატეგიას და ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები არსებული ნარჩენების მოვლის და გადამუშავების თვალსაზრისით, თუმცა მომავალშიც არა ერთი ამოცანა გაქვს, რომელშიც ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სააგენტოს დახმარება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმეთა რწმუნებული მაკა ბოჭორიშვილი.

მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნ

EMC „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობისკენ და დამსწრეთა ინფორმირებისკენ მოუწოდებს

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა „დედაენის“ ბაღში დღეისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალს. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში ღონისძიების

ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს 17 ნოემბერს და მინდა რომ აქ აღვნიშნოთ - სანდრა რულოვსი

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ აქვე იმ

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. აღსანიშნავ

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტი ანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო

სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფს“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია. ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`