უკან

ეკონომიკა

8 ნოემბერი, 2018 17:10
font-size

ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

მინისტრმა ელჩთან იაპონიაში, საგამოფენო ცენტრში „Warehouse TERRADA“ ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin გამართულ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“.

შეხვედრაზე საუბარი იაპონია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობის საკითხებსაც შეეხო.

მინისტრის განცხადებით, ქართული გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორია.

„ექსპოზია „საქართველო ღვინის სამშობლო“-ს იაპონიაში გამართვა, შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას. ღვინო უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი კულტურის და მოხარული ვარ, რომ იაპონიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება. ღონისძიება ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რაც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ ღონისძიება სათანადოდ წარიმართოს “, – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა? - ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

6 ივნისი, 2020 , 17:44

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემ

`საინვესტიციო ფონდების შესახებ` კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 ივნისი, 2020 , 17:15

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ისრაელის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებასთან თანამშრომლობას აღრმავებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება Lahav თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, რომ Lahav-თან პარტნიორობა საუკეთესო პლატფორმაა ისრაე

დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, – ამის შესახებ ეროვნულ

მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მინუს 4 პროცენტი იქნება, რაც ადგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლების შედეგია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 16:40

კორონავირუსის პანდემია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის შედეგები ინფლაციაზე ძირითადად რამდენიმე არხით აისახება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა,

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 15:55

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!