უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 სექტემბერი, 2018 17:25
font-size

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიური ბაღი დაათვალიერა

გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ინტენსიური ბაღი გააშენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა - გაეცნო.

„კვარხეთში გაშენებული ახალი ბაღები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა არის სწორი. ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით ბაზარზე თავს დაიმკვიდრებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ტირიფონის ბაღებში“ საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ტირიფონის ბაღები" პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2,000,000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4,700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს ვაშლის პირველ მოსავალს უკვე აიღებენ.

შიდა-ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ „ტირიფონის ბაღები" პირველი კომპანიაა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.

2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,546 ჰექტარზე; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა29,304,613 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,674 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ (ვიდეო)

23 ოქტომბერი, 2018 , 17:40

ქუთაისში "თეთრ ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ. ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, როგორ

ბათუმში კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

23 ოქტომბერი, 2018 , 11:30

ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. როგორც ადგილობრივები

ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე 55 წლის ტვირთამწის მძღოლი კობა მაღრაძე დაიღუპა - „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“

22 ოქტომბერი, 2018 , 17:20

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო ხაზზე მუშაობის დროს 55 წლის კობა მაღრაძე დაიღუპა. „დღეს, ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში,საკუთარი მოვ

ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე

20 ოქტომბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრაზე მისულ ადგილობრივებს ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სიტყვი

მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება - ნიკა მელია

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება. შეკრებილებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. მელია ას

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:10

შალვა კერესელიძე როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების ახიელისა და ამღის მოსახლეობას შეხვდა, მათთან ერთად მიმდინარე და აქტუალური საკითხები განიხილა და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინა. გუბერნატორი ფშავ-ხევსურეთის დაცული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`