უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
არქივი
რეგიონები
ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზის მოშენება ხდება, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე, დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანის ბაზრებზე ხდება.
მათივე ცნობით, მეურნეობებში ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.
„საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და, ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, ამ პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა. ჩვენ გავითვალისწინეთ წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, კანონის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებიც. უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს, რაც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სამი სატბორე მეურნეობა შეიქმნა. კომპანიას „aqua farm village khashmi” ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვთ. მომავალი წლიდან კი, წარმოების გაფართოებას გეგმავენ და შავი ზუთხის მოპოვებას აპირებენ. თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კი, კომპანია „rioni sturgeon factory“ ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია „club admiral”.
როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.